Thursday, October 4, 2012


კუ
კუები (Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: შორეულაღმოსავლური კუები (Trionyx sinensis), კასპიური კუები (Clemmys caspica), ჭაობის კუები (Emys orbicularis), ხმელთაშუაზღვის კუები (Testudo graeca), შუააზიური კუები (Testudo harsfieldi). ამათგან საქართველოში 3: ხმელთაშუა ზღვის კუები — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).
კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნარილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის ფორმის შებრტყელებული კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოებითევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.


სამეფო კობრა



სამეფო კობრა (Ophiophagus hannah) — გველი ასპიტისებრთა ოჯახისა. სიგრძე — 4 მ-მდე, ცალკეული ეგზემპლიარები 5,5 მეტრსაც აღწევენ. (სამეფო კობრა მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველია) კობრას თავზე, კეფის ფარების უკან ნახევარრკალად განლაგებულია 6 დამატებითი ფარი.
ფარების/ქერცლების განლაგება სამეფო კობრას თავზე
სხეული მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, გასდევს განივი ზოლები, რომელნიც მუქი და ვიწროა თავისაკენ, ხოლო ფართო და შედარებით ღიაა კუდისაკენ. გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთშიინდოჩინეთშიზონდის კუნძულებზედა ფილიპინებზე. ბინადრობს — ტყიან ადგილებში, ირჩევს ხშირ ბალახოვან ადგილებს. ხშირად გვხვდება დასახლებულ რაიონებშიც. ცოცავს ხეებზე და კარგად ცურავს, თუმცა ძირითადად ცხოვრობს მიწაზე. ცხოვრობს დღის ცხოვრებით და ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე — როგორც შხამიანებზე, ისე უშხამოებზე, იშვიათად ხვლიკებზეც. კვერცხმდებია. იკეთებს სპეციალურ ბუდეს ფოთლებისა და ტოტებისგან, რომლებსაც ხვეტავს სხეულის წინა ნაწილით. ცენტრში დებს 20-40 კვერცხს და ფარავს ფოთლებით. თვითონ თავსდება ზემოთ და იცავს ბუდეს მტრისაგან. იშვიათად მას ეხმარება მამრიც. შხამი ძალიან ძლიერია, მისი რაოდებობა (გველის სიდიდს გამო) კბენის დროს დიდია, შხამი 30 წუთში კლავს ადამიანს. არის შემთხვევები სპილოსსიკვდილისაც. არსებობს მონაცემები, რომ სამეფო კობრას აქვს მიდრეკილება, ადამიანს თავს დაესხას უმიზეზოთ და უკან მისდიოს მას. ჩვეულებრივ სხვა გველები მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს, კობრას ასეთი ქმედება კი, მეცნიერთა აზრით, განპირობებულია მისი ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით.


კატა
კატა (Felis) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერი, პუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა

ლაიკა
ლაიკა (რუს. Лайка) — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა

ვეფხვი
 იგი უდისციპლინოა, ადვილად აგზნებადი, ყოველთვის ეწინააღმდეგება ჩინით მასზე უფროსს. იგი იმ მასალისგანაა ნაშენები, რისგანაც გამოდიან რევოლუციონერები, ბელადები... საუბედუროდ, როგორც ყველა უფროსი, ისიც ყოველთვის იმსახურებს ნდომას. და როცა იგი ღრიალებს "წინ!" – როგორც საქმეში, ასევე სიყვარულში და ომშიც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე იმოქმედებენ, ზოგჯერ კიდეც დააკავონ იგი სერთუკის კალთით. ვეფხვს ძალუძს მოახინოს კატასტროფა. მისი სწრაფვა რისკისადმი უდიდესია, საქმე ზოგჯერ განუსჯელობამდეც მიდის, გაუთვილისწინებელ მოქმედებამდე. ძნელია აღუდგე მის მაგნეტიზმს. მისი ბუნებრივი ძალაუფლება ანიჭებს პრესტიჟს. სძაგს მორჩილება, მაგრამ აიძულებს სხვებს ყური დაუგდონ. პატივს სცემენ და ადიდებენ. ვერავინ ეუბნება სიმართლეს, მაშინაც კი, როცა ცდილობენ გაანდგურონ იგი. კარგია თუ იგი შესძლებს ჯერ განსაჯოს, შემდეგ იმოქმედოს. შეუძლია დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მძაფრი, აგზნებადია, ძალუძს თავი გასწიროს საქმისათვის. ჯიუტი და შეუპოვარია, წვრილმანი და მოდავეა. ხშირად ვისმესთან კომფლიქტშია. ეგოისტია წვრილმანშიც, მაგრამ სამაგიეროდ შესწევს უნარი დიდ საქმეებში იყოს უანგარო. იგი არ ენდობა არავის. ვეფხვი ყოველთვის მიდის წინ – ეზიზღება არსებული დადგენილი წეს-ჩვეულება, იერარქია და კონსერვატიული აზროვნება. მას არ ძალუძს უკან დახევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი როცა ამ გადაწყვეტილების მიღება უკვე გვიანაა.
ვეფხვი შეიძლება იყოს სამხედრო ხელმძღვანელი ან წარმოების უფროსი, შეიძლება გახდეს საშიში განგსტერიც კი, მაგრამ ფულით დაინტერესებული არ იქნება, და მიუხედავად ამისა, შეძლებს დააგროვოს ქონება. ეს არის არაჩვეულებრივი მოქმედების ადამიანი, ამასთანავე იშვიათი, მოულოდნელი ბედის მქონე. სინამდვილეში ეს მეომარი ადამიანი მგრძნობიარე და ემოციურია. მას შეუძლია ღრმად იაზროვნოს და ძლიერ უყვარდეს. ძალზე ტემპერამენტიანს იშვიათად უმართლებს სიყვარულში. ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ექნებათ უამრავი თავგადასავალი, რომელიც შეიძლება ხშირად ცუდადაც დამთავრდეს. ვეფხვმა შეიძლება თავისი ცხოვრება დაუკავშიროს პატიოსან ცხენს, დრაკონს, ძალასა და სიფრთხილეს; ძაღლს, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება, რომ დაიცვას მისი დიდი საქმეები. ვეფხვი უნდა ერიდოს ძალიან ჭკვიან გველს და ძალზე ეშმაკ მაიმუნს. მოკლედ, ვეფხვი იმყოფება მუდმივი საფრთხის ქვეშ, სიყვარულში, საქმეში, მეგობრობაში იგი არ უნდა ენდოს მაიმუნს – არაკეთილსინდისიერსა და მოქნილს, რომელსაც შესწევს უნარი მოატყუოს იგი. ვეფხვმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს ხართან, რადგან ხარი მასზე ძლიერია და დაესხმის თავს, რათა გაანადგუროს. თუ ერთ სახლში არიან ხარი და ვეფხვი, ვეფხვმა უნდა დატოვოს სახლი, რომ თავი გადაირჩინოს. რაც შეეხება კატას, იგი ვერ ეგუება ვეფხვს. ხალხში ამბობენ: რომ გაანაწყენოს, გააბრაზოს ვეფხვი კატა ავა ხეზე, სადაც ვერ ავა მძიმე ვეფხვი და თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს სახეზე გადმოასხამს.
პირველი ფაზა ვეფხვის ცხოვრებისა იქნება მშვიდი, სიძნელეების გარეშე. მეორე – მშფოთვარე და მგზნებარე. მოუწევს ყველა სახის პრობლემის გადაწყვეტა. მესამე ფაზა – საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ ექნება სიმშვიდე და სიწყნარე, თუ მიაღწევს სიბერეს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, დღისით დაიბადა თუ ღამით. თუ დაიბადა ღამით და, მითუმეტეს, ნაშუაღამევს, დაზღვეული იქნება ყველა სახის საფრთხისაგან და მისი ცხოვრება უფრო წყნარად და უშფოთველად წარიმართება, ვიდრე იმ ვეფხვისა, რომელიც დაიბადა მზის ამოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით შუადღეს: ის იქნება ჟინიანი, მძაფრი, ექნება ბევრი საფრთხე, ყოველ შემთხვევაში არასოდეს მოიწყენს. ვეფხვი – დაბადებული დღისით არასოდეს არ უნდა განეწყოს მშვიდი ცხოვრებისათვის, მაგრამ მაინც არ ინანებს. ეს არის ძალმომრეობითი სიკვდილის, ამასთანავე დიდი წარმატების ადამიანი, არავის ისე არ უმართლებს, როგორც ვეფხვს.
აზიის ხალხებისათვის იგი დიდებული ნიშანია, განასახიერებს დედამიწის სიძლიერეს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის დაცვის ემბლემას. ვეფხვი ოჯახში აგვარიდებს სამ საშიშ უბედურებას: ქურდს, ცეცხლს და ვირ ეშმაკებს.

ლომი
ლომი (Panthera leo) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.