Friday, November 2, 2012


კალმახი


კალმახები, თევზები ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი.


ღორჯო


ღორჯოები განეკუთვნებიან ფსკერულ თევზებს. მათ მოგრძო, ქერცლით დაფარული სხეული, დიდი თავი, დიდი ახლოს ჩასმული თვალები, ორი ზურგის ფარფლი და მუცლის გაერთიანებული მრგვალი ფარფლი (მიმწოვი) აქვთ. ამ ქვედა ფარფლის (მიმწოვის) საშუალებით ისინი ფსკერზე, ქვებზე, საკმაოდ მოხერხებულად მაგრდებიან. საქართველოს წყლებში

იხვზე ნადირობა



საქართველოში იხვზე ძველი დროიდანვე ნადირობენ სხვადასხვა ხერხით.
იხვი გადამფრენი ფრინველია და საქართველოში უმეტესად რუსეთიდან გვესტუმრება ხოლმე ზამთრის დადგომისთანავე. როგორც კი ჩრდილოეთის ყინვები დაიწყება, ტბორებსა და მდინარეებს გაყინავს, იხვი გადაფრენას იწყებს შედარებით თბილი ქვეყნებისკენ. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანად საქართველოს ირჩევს.

მწყერი

 
   გამოცდილ მონადირეთა აზრით, ფრინველზე ნადირობის სახეობებიდან, ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და აზარტული მწყერზე ნადირობაა.
  მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (Coturnix coturnix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს

კაკაბი


კაკაბი, ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები.

შურთხი


შურთხი, ფრინველია  ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ძლიერი ფეხები (მამლებს მოკლე დეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს"წითელ წიგნში").

საუბრები ეკოლოგიაზე


რა არის ეკოლოგია?არსებობს ასეთი ანეგდოტი:ძნელია იყო მასწავლებელი ან ექიმი,რადგან ყველამ იცის როგორ ისწავლოს ან როგორ იმკურნალოს.ეს ანეგდოტი საკმაოდ ესადაგება ეკოლოგის პროფესიასაც.